საინფორმაციო შეხვედრა ფერმერებისთვის

23 ივნისი 2017, 00:00 2389 ნახვა

სათესლე კარტოფილის ჯიშების დახასიათება და შედეგები საქართველოში-ამ თემაზე ხულოში, სოფელ დიოკნისის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ფერმერებს კარტოფილის დაავადების და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგდათ. “აგროპროექტების მართვის ცენტრის“ 2017 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში ჰოლანდიიდან სილვანას ჯიშის კიბოს დაავადების გამძლე კარტოფილის სათესლე მასალა შემოიტანეს, რომელიც თანადაფინანსების პრინციპით, 227 ფერმერსა და აგრომეწარმეს გადაეცა.

ამავე კატეგორიაში