დაცლილი  სოფელი 

23 ივნისი 2017, 00:00 3415 ნახვა

მიგრაცია ხულოში. მოსახლეობა ბოლო 10 წელიწადში 3 ათასით შემცირდა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი სოფელი სხანდარაა, სადაც ამჟამად ათი ოჯახი ცხოვრობს. შარშან გამგეობამ სოფელში სკოლის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარა, თუმცა ეს ის შემთხვევაა როდესაც ამის გაკეთებას ალბათ, ამ ეტაპზე, დიდი  მნიშვნელობა არ ჰქონდა რადგან, ეს დაწყებითი სკოლა დახურულია. შემცირებულია შობადობა.

სოფლიდან 11, მაღალი კლასის მოსწავლე ვაშლოვანის სკოლაში სწავლობს. ადგილობრივებს მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით შეუძლიათ სარგებლობა, სტატუსის მქონე პენსიონერები დანამატს იღებენ, თუმცა დანამატს ვერ იღებენ ხელფასებზე, რადგან ხელფასები არ აქვთ, აქ სამუშაო ადგილები თითქმის არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სოფელში ამბობენ, რომ სახელმწიფოს დააგვიანდა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში