“შუახევჰესი” იხსნება

24 ივნისი 2017, 00:00 6557 ნახვა

"შუახევი ჰესის " მშენებლობა დასრულდა. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერთან  და ენერგეტიკის მინისტრთან ერთად, სტრატეგიულ ობიექტს დღეს ოფიციალურად გახსნიან.

,,შუახევიჰესის“ მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებითა და დამბებით. ,,შუახევიჰესის“ გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და მსოფლიოში მეორე ყველაზე გრძელი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. პროექტის განხორციელებაზე  საქართველოს 730 მოქალაქე მუშაობდა. ,,შუახევიჰესი“  450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ოფიციალური ინფორმაციით, ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტის დროს, მთლიანად  საქართველოში დარჩება. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“ 70-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელა. ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო, ადგილობრივი თემების განვითარების პროექტებში ჯამურად ჩართული იყო 10 000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.  

"შუახევი ჰესის " გახსნის საზეიმო ღონისძიება 17 საათზე დაიწყება, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში