ახალი გადასახადები, რეფერენდუმის გარეშე, 12 წელი არ დაინიშნება

24 ივნისი 2017, 00:00 1948 ნახვა

12 წლის მანძილზე რეფერენდუმის გარეშე შეუძლებელი იქნება გადასახადების შემოღება.

კონსტიტუციის 94-ე მუხლისა და გარდამავალი დებულების თანახმად, მისი  ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში, საერთო -სახელმწიფო გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადისა, არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. გამონაკლისი ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებია.

ამავე კატეგორიაში