ყინჩაურის მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა

26 ივნისი 2017, 00:00 3793 ნახვა

სოფელ ყინჩაურის მოსახლეობამ რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტა. ადგილობრივები  „შუახევი ჰესის" მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრობენ.  მათი თქმით, სოფელში სასმელი წყლები დაშრა, სახლები დაიბზარა და მოსავალი შემცირდა. მოსახლეობა შიშობს, რომ მეწყრული პროცესები კვლავ გააქტიურდება.

 აქციის მონაწილეები  ოთხი ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანას მოითხოვენ. ამბობენ, რომ დაპირება თვითმმართველობისგან მიიღეს.  გეოფიზიკური დასკვნის საფუძველზე ისინი საფრთხის შემცველ ადგილას ცხოვრობს.

„მოგვატყუეს, დაგვპირდნენ მაგრამ პირობა არ შეასრულეს, თვითმმართველობაში გვეუბნებოდნენ, რომ სადრენაჟო სისტემას მოაწყობდნენ,  საკითხავია იქნება თუ არა ეს სისტემა ეფექტური. სოფელში ცხოვრება გვეშინია. "-ამბობს რომან აბაშიძე.

ხულოს გამგებელი კი განმარტავს რომ  პროექტი უკვე მზადაა და უახლოეს დღეებში განხორციელდება. რაც შეეხება ოთხ ოჯახს,   ახალი გეოლოგიური დასკვნა მზადდება, რომელიც 30 ივლისს იქნება ცნობილი.

ჩვენ  "შუახევი ჰესის" წარმომადგენლებსაც დავუკავშირდით თუმცა კომენტარის არ აკეთებენ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში