დეკანოძის ძმა მოითხოვს წმინდა სინოდმა ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობიც დასაჯოს

27 ივნისი 2017, 00:00 2511 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებას ეხმაურება. თორნიკე მამალაძე ეჭვობს, რომ მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ბრალდებული სასულიერო პირისთვის სამღვდელო ხარისხისა და საღმრთო ზიარების შეჩერების გადაწყვეტილება, ეპისკოპოს იაკობის მხრიდან ზეწოლის გამო მიიღო.

თორნიკე მამალაძე მოითხოვს, წმინდა სინოდმა ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობიც დასაჯოს, რადგან მან იცრუა, როცა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გიორგი მამალაძისთვის საეკლესიო სასჯელის დადების გადაწყვეტილება, საპატრიარქოსთან შეთანხმებით მიიღო.

ამავე კატეგორიაში