ზურაბ პატარაძე: სოფელ თხილვანაში 30-მდე ოჯახის განსახლება უკვე გადაწყვეტილია

28 ივნისი 2017, 00:00 3147 ნახვა

"სოფელ თხილვანაში 30-მდე ოჯახის განსახლება უკვე გადაწყვეტილია" - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.  ზურაბ პატარაძის განმარტებით, პროცესი მალე დასრულდება და უახლოეს პერიოდში ყველა ოჯახის მდგომარეობა გადაწყდება. 

რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ მოსახლეობის მოთხოვნებს მაქსიმალურად გაითვალისწინებენ.

 სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესები  5 თვის წინ განვითარდა. 70-მდე ოჯახს საფრთხე შეექმნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან ახალი სახლის შესაძენად 25-25 ლარს ოჯახები, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ,  თუ ისინი ძველ საცხოვრებელს დაანგრევენ. 
მოსახლეობასთან  მოლაპარაკება გრძელდება.

ამავე კატეგორიაში