ბათუმის საკრებულოში დიმიტრი ჭეიშვილს ომარ ფარტენაძე ჩაანაცვლებს

28 ივნისი 2017, 00:00 3896 ნახვა

დღეიდან ბათუმის საკრებულოს ახალი დეპუტატი ეყოლება. ”ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული საქართველოს” ყოფილ წევრ დიმიტრი ჭეიშვილს, ომარ ფარტენაძე ჩაანაცვლებს.

დიმიტრი ჭეიშვილმა პარტია დაახლოებით ორი თვის წინ დატოვა. მან დეპუტატის მანდატზეც უარი თქვა. განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში რჩება, თუმცა რომელ პარტიასთან აპირებს თანამშრომლობას არ დააკონკრეტა. ბათუმის საკრებულოში დიმიტრი ჭეიშვილმა, გიორგი ცინცქილაძე 2016 წლის დეკემბერში ჩაანაცვლა.

ამავე კატეგორიაში