ოპოზიცია ბათუმში ქუჩაზე გადასასვლელი ხიდების მოწყობას ითხოვს

28 ივნისი 2017, 00:00 3515 ნახვა

საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება.

რამდენიმე ქუჩაზე, სადაც ინტენისური მოძრაობაა გადასასვლელი ხიდების მოწყობისთვის თანხების გამოყოფა ნოდარ დუმბაძემ მოითხოვა. ამბობს, რომ 2018 წლის თვითმართველობის ბიუჯეტში, ეს საკითხი უნდა გაითვალისწინონ.

ბათუმის ვიცე-მერი, ბაგრატ მანველიძე ამბობს რომ სამი პროექტი მზადდება. პირველ ეტაპზე გადასასვლელი ხიდები თამარ მეფის გამზირზე, ასევე ხიმშიაშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებზე განთავსდება. საჭიროების შემთხევავში კი მსგავსი კონსტრუქციები, სხვა ქუჩებზეც მოეწყობა.

ჭავჭავაძის ქუჩაზე კი გზაგამყოფი ჯებირის განთავსებისთვის პროექტი მალე მომზადდება,სამუშობი ბიუჯეტში გამოყოფის თანავე დაიწყება ამაბობს,  ბაგრატ მანველიძე

ამავე კატეგორიაში