ჩამუქის ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნა - შეფასებები პარლამენტში

28 ივნისი 2017, 00:00 1865 ნახვა

დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლები ხელისუფლებას კოლეჯის დაკავებული დირექტორის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ და მისი ექსტრადიციის პროცედურების შეჩერებას მოითხოვენ. შეხვედრას სასწავლებლის და მისი პარტნიორი სკოლების პედაგოგები და ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელსაც პეტიციასთან ერთად შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნიან. შეგახსენებთ, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მას თურქული მხარე ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს.  იგი 15 წელია საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.

 დემირელის სკოლის დირექტორის საქმეს ეხმაურებიან კანონმდებლები. "ევროპული საქართველო" მოითხოვს, რომ ექსრადიცია არ განხორციელდეს. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ უნდა დასრულდეს კონკრეტული დოკუმენტაცის შესწავლა, რის შემდეგაც დადგინდება მოხდება თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია.

ამავე კატეგორიაში