პრემიერა თოჯინების თეატრში

28 ივნისი 2017, 00:00 2789 ნახვა

''მგელი და ციკანი'' - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის საპრემიერო ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გაიმართება.

წარმოდგენა, ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით რეჟისორმა, დიმიტრი მელიამ დადგა. პიესას 5 მსახიობი ითამაშებს და მისი ნახვა მაყურებელს 18 საათზე შეეძლება. 2 ივლისს კი დასი, სპექტაკლს უკრაინაში, ლვოვში, თოჯინების თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს.   

ამავე კატეგორიაში