ყინჩაურელების პროტესტი

28 ივნისი 2017, 00:00 2694 ნახვა

უცვლელი მოთხოვნა და მორიგი შეხვედრა სხალთის ხეობაში. “შუახევიჰესის” მშენებლობის დროს სოფელში გვირაბი გაიყვანეს, რის შედეგადაც, ადგილობრივების მტკიცებით სახლები დაიბზარა. ისინი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ და განსახლებას ან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. გეოლოგიური დასკვნის თანახმად ხეობაში ფერდსამაგრი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რომელიც ჯერ არ დაწყებულა. კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ, გამგებელი კი ფერდსამაგრი სამუშაოების დაწყების გაჭიანურების მიზეზებს ხსნის.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში