ბათუმი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს მასპინძლობს

29 ივნისი 2017, 00:00 2802 ნახვა

ბათუმი ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს მასპინძლობს. რამდენიმე წუთში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიხსნება. დელეგატების ნაწილი და საქართველოს პრემიერ მინისტრი უკვე ადგილზე იმყოფებიან. კონგრესზე დასასწრებად ბათუმში გუშინ ჩამოვიდა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო.

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესი კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში საკონსტიტუციო სასამართლოების როლს ეხება. მასში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე,  ევროკავშირის ელჩი საქართველოში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები მიიღებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში