გიორგი მარგველაშვილი: დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე

29 ივნისი 2017, 00:00 2100 ნახვა

"დღეს ყველანი ვდგავართ ჩიხური სიტუაციის წინაშე"- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.  გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი საქართელოს იმიჯს აზიანებს. საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესის   თავიდან დაწყების ინიციატივით გამოდის. ის მმართველ გუნდს  მიმდინარე პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. 

"6 თვე დასჭირდა მმართველ გუნდს იმისთვის, რომ დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერ საერთაშორისო საზოგადოებას ვერაფერს გამოაპარებ და მოატყუებ.  მე ვფიქრობ იმისთვის, რომ დემოკრატია არ შევიყვანოთ ჩიხში ჩვენ უნდა შევხედოთ ვითარებას. "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს ის, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზიანებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და შეაჩეროს პროცესი. დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე,როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს, დიალოგის, ჩართულობის, კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

ამავე კატეგორიაში