შეხვედრა პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან

29 ივნისი 2017, 00:00 2438 ნახვა

დღესვე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. საუბარი შეეხო მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  დოკუმენტში მესამე მოსმენის შემდეგ არსებითი ცვლილებები ვეღარ შევა. პრემიერის განცხადებით კი მმართველი გუნდი მნიშვნელოვან პოლიტიკურ კომპრომისზე წავიდა, რაც ოპოზიციამაც უნდა გაითვალისწინოს. კონსტიტუციის ცვლილებების ფართო კონსენსუსით მიღებაზე საუბრობს ჯანი ბუკიკიო.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუცია მთელ პარლამენტს უნდა დაემტკიცებინა და არა მხოლოდ უმრავლესობას.  ბუკიკიო მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში