ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესი

29 ივნისი 2017, 00:00 3261 ნახვა

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის პირველი დღე დასრულდა. დელეგატებმა დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში იმსჯელეს, ვინ გახდება კონგრესის მომავალი თავმჯდომარე ქვეყანა. 

ხვალ კენჭისყრა ისევ დახურულ ფორმატში გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, პრეტენდენტებია ჩეხეთისა და მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოები. ამის პარალელურად დახურულ კარს მიღმა დელეგატებმა  განიხილეს გახდებიან თუ არა ასოცირებული წევრები კოსოვო და ყაზახეთი. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე 17-ე კონგრესზე საკონსტიტუციო სასამართლოების როლსა და კონსტიტუციური პრინციპების დაცვის შესახებაც  ისაუბრეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში