ე.წ. ციანიდის საქმე

29 ივნისი 2017, 00:00 2517 ნახვა

ლილი გელაშვილის დაკითხვის შემდეგ, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება არ დასტურდება, - ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გელაშვილს არანაირი ეჭვი არ ჰქონდა, რომ შესაძლოა თეთრუაშვილის წინააღმდეგ რაიმე მზადდებოდა.

ფანცულაიას ცნობით, დღეს ირაკლი მამალაძის მეგობრებიც დაიკითხნენ. ე.წ. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა და ბრალდების მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

ჩვენება უკვე მისცა ადვოკატმა გელაშვილმა, რომელსაც საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ ციანიდთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველს მიაწოდა. სასამართლოს სხდომაზე იმყოფებოდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ რათა სასამართლო სხდომა ღია გახდეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში