არასამთავრობო ორგანიზაცია "უსინათლოთა ხმის" წევრებმა დღეს აქცია გამართეს

03 ივლისი 2017, 00:00 3230 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია "უსინათლოთა ხმის" წევრებმა დღეს აქცია გამართეს. მათი მოთხოვნები რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ამბობენ, რომ ისინი "საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის" წევრებიც არიან, თუმცა უწყებისგან დახმარებას ვერ იღებენ. მათი განმარტებით, წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ 12 ლარი ერიცხებათ.

"საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის" ბალანსზე 8 ათას ხუთასი მეტრი მიწის ნაკვეთი ირიცხება. ტერიტორიის დიდი ნაწილი შენობა ნაგებობებს უჭირავს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ორგანიზაციის წარმომადგენლებს კომერციული ფართები გაქირავებული აქვთ. მათი მოთხოვნაა შემოსავლებიდან ნაწილი უსინათლო მოქალაქეებს მოხმარდეს. როგორც ორგანიზაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ზაურ დევაძე აცხადებს, უსინათლოებს წელიწადში ერთხელ 50 ლარით ეხმარებიან. თუმცა ეს ორგანიზაციაში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს არ ეხება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში