შეხვედრა დახურულ კარს მიღმა

03 ივლისი 2017, 00:00 2580 ნახვა

საპროცესო შეთანხმება ერთიანი მიდგომით - ეს იყო 11-12 მარტის არეულობაში მონაწილეობისთვის ბრალდებულების ახლობლების მოთხოვნა დღევანდელ შეხვედრაზე. ოჯახის წევრები და ადვოკატები უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დაცვის მხარე მათ პროკურატურასთან შუამდგომლობას სთხოვს. ამ დეპუტატებიდან ერთ-ერთს აქციის ღამეს ფიზიკური ზიანი მიაყენეს, მეორეს კი, სახელმწიფოს კუთვნილი მანქანა დაუწვეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ დახურულ შეხვედრაზე მთავარ პროკურორთან შუამდგომლობის პირობა მიიღეს.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში