ქართველი რეჟისორების ნამუშევრები კარლოვი - ვარის კინოფესტივალზე

03 ივლისი 2017, 00:00 2055 ნახვა

ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარში მსოფლიოს ცნობილი მსახიობები შეიკრიბნენ, სადაც 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება. საკონკურსო პროგრამაში - 170 მხატვრული და დოკუმენტური ფილმია წარდგენილი. მათ შორის რეჟისორ მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ,,დედე".

კინოფესტივალზე გაიმართა მსოფლიო საპრემიერო ჩვენება რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმისა „ხიბულა“, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ეხება.

ისტორიულ დრამაში მთავარ როლს  ირანელი გოსეინ მაჰჯუბი ასრულებს. ფილმში ბათუმელი მსახიობები ნოდარ ძიძიგური და მანუჩარ შერვაშიძეც მონაწილეობენ.  ჩვენებები 1 ივლისს დაიწყო და 8 ივლისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც გამარჯვებულს გამოავლენენ. პრესტიჟული კინოფესტივალი 1946 წლიდან ტარდება.

ამავე კატეგორიაში