91  ათასი  ლარის გამოყოფას საკრებულომ მხარი დაუჭირა

05 ივლისი 2017, 00:00 2631 ნახვა

ბათუმის მერია ფულს დახარჯავს ბომონდური ღონისძიებების ორგანიზებისთვის. მრავალი სოციალური, მოუგვარებელი პრობლემის ფონზე, 91 ათასი ლარი, ბიუჯეტიდან “მის და მისტერ პლანეტის,” ასევე “აჭარა ფეშენ ვიქის” ორგანიზებისთვის გამოიყო – ამის შესახებ, ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან ერთად, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი დარჩიაც საუბრობს.

საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ეს ღონისძიებები რეგიონში ტურისტებს მოიზიდავს. ფაქტია, რომ უშედეგოდ, თუმცა მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ ამ თანხით სხვა მრავალი სოციალური პროექტის განხორციელება შეიძლებოდა, მაგალითები დღეს სხდომაზეც მოიყვანეს და “მთავარის” არქვივშიც მრავლადაა. რისი დაფინანსება შეეძლო მერიას და რატომ არის ეს ღონისძიებები უფრო პრიორიტეტული? 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში