ქობულეთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

07 ივლისი 2017, 00:00 3237 ნახვა

ქობულეთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. თუმცა სანამ დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავდნენ, ოპოზიციონერმა წევრმა პრეტენზია გამოთქვა, რომ საკითხის რამდენჯერმე ინიცირების მიუხედავად დღის წესრიგში არ არის იმ ტერიტორიების შესწავლის საკითხი, საიდანაც ხეები გადაიტანეს.

ოპოზიციამ პირობა მიიღო, რომ საკითხს არა რიგგარეშე, არამედ უახლოეს გეგმიურ სხდომაზე განიხილავენ. სხდომაზე განსახილველი ძირითადი საკითხები სეზონური ობიექტების განთავსებაზე ნებართვების გაცემას შეეხებოდა, რასაც   დეპუტატების მხრიდან პრეტენზიები მოჰყვა. მათი თქმით, განცხადებები ადრე უნდა განხილულიყო, რადგან ობიექტების მოწყობის სამუშაოები დაგვიანებულია და სეზონს ხელს შეუშლის. სხდომაზე აღნიშნეს, რომ ნებართვები მარტივი კონსტრუქციის ობიექტების დადგმაზე გაიცემა და სამუშაოები ტურისტულ სეზონს ხელს არ შეუშლის.

ამავე კატეგორიაში