შუახევში სამკურნალო წყლის შესწავლას ითხოვენ

07 ივლისი 2017, 00:00 8570 ნახვა

ამ, საჯარო ინფორმაციაში, რომელიც აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ მოგვაწოდა, დაგეგმილი ინვესტიციების ჩამონათვალში მოხვდა მახინჯაურში სანატორიუმ “მზიურის” და “გოგირდის აბანოების” ტერიტორიები. არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ ორ ობიექტზე ინვესტორი ვალდებულებებს არღვევს. ამის გარდა  აუდიტის სამსახურს აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა პირადი ინტერესი გამოიკვეთოს, ამიტომ ახლა უკვე ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას პროკურატურა სწავლობს.

რთულია იმის პროგნოზი რამდენად წარმატებული იქნება, თუმცა თემა იმიტომ ვახსენე, რომ ბოლო პერიოდში ეს ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც სამკურნალო წყლები, მთავრობამ საინვესტიციო წინადადებად გამოიყენა.

მთავარში” რამდენიმე კვირის წინ რეპორტაჟი გავიდა მაღალმთიან აჭარაში არსებულ სამკურნალო წყლებზე, რომელთა თვისებები შესასწავლია. მაშინ სამინისტრომ გვითხრა, რომ ისინი მხოლოდ ლიცენზიის გაცემაზე არიან პასუხისმგებელი, ესეც იმ შემთხვევაში თუ ინვესტორი თავად დაინტერესდება. არ ვიცით ამ შემთხვევაში დაინტერესდება თუ არა ინვესტორი, მაგრამ ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები რომ დაინტერესებული არიან, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ შუახევში, სოფელ ბუთურაულში, ნატბევის ტყეში, მოქალაქეები ამავე სახელწოდების ახალაღმოჩენილი წყლის მისაღებად, რიგში დგანან. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში