თამაზ მეჭიაურის ახალი პარტია

06 ივნისი 2016, 00:00 6411 ნახვა

 „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ - ასე ჰქვია ახალ პარტიას, რომლის ლიდერიც თავად მეჭიაური იქნება. პარტიის მთავარ პრინციპებსა და სამომავლო გეგმებზე დღეს მან ბრიფინგზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, ახალი პარტია ყველა ქვეყანასთან  ითანამშრომლებს.  უკვე ცნობილია, პარტიის იმ წევრთა ნაწილის ვინაობაც, რომლებთან ერთადაც  მანდატების მოსაპოვებლად საპარლამენტო არჩევნებზე იბრძოლებს. კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის დამფუძნებელი დავით ფაცაცია და მოკლული ამირან რობაქიძის დედა ია მეტრეველი პარტიის წევრები იქნებიან. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში