საკონსტიტუციო სარჩელი

08 ივლისი 2017, 00:00 2447 ნახვა

კონსტიტუციურია თუ არა კანონი ე.წ-ლი მოსმენების შესახებ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, მანამდე კი მხარეების პოზიციებს ისმენენ. მოსარჩელე მხარე ფიქრობს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის როლი მიღებული კანონით შესუსტებულია, რასაც არ ეთანხმება უწყების ხელმძღვანელი.

სარჩელი მოქალაქეებმა კამპანია ,,ეს შენ გეხებას”  ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ  შეიტანეს. ითხოვენ, რომ სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება და არსებული ნორმები გააუქმოს, რადგან მიაჩნიათ, რომ  მოსმენების გასაღები ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოს არ უნდა ჰქონდეს.

მოსარჩელეებს შორისაა სახალხო დამცველი, ასევე სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართა პრეზიდენტმაც. განმწესრიგებელი სხდომა თითქმის 9 საათია მიმდინარეობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში