გივი დუმბაძეს უვადო პატიმრობა ვადიანით შეეცვალა

09 ივლისი 2017, 00:00 2143 ნახვა

გივი დუმბაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პრეზიდენტს ოფიციალური წერილით რამდენიმე წლის წინ მიმართეს, ისინი პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებული გივი დუმბაძის საქმის გადახედვას ითხოვდნენ. ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ ქართველი სამხედრო წინა ხელისუფლების მმართველობის მსხვერპლს წარმოადგენს, ვინაიდან სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. 

"ოფიციალური ვერსიით, გივი დუმბაძე, 2008 წელს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, მაშინდელი სოდ-ის თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანის მუხლით გაასამართლეს. დაკავების რეალური მიზეზი კი, მის მიერ გენერალ რომან დუმბაძის ლიკვიდაციის დავალებაზე უარის თქმაში მდგომარეობდა.  აღნიშნული დავალების სისრულეში მოსაყვანად სასამართლო სხდომებს  იყენებდნენ, რაზეც გივი დუმბაძე, მუდმივად უარს აცხადებდა" - განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებენ.

ამავე კატეგორიაში