აჭარის დელეგაციამ ვიზიტი შეაჯამა

09 ივლისი 2017, 00:00 2529 ნახვა

აჭარის დელეგაციის ბელარუსში ვიზიტი დღეს დასრულდება. ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევით ზურაბ პატარაძე ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო. მთავრობების ხელმძღვანელმა პირებმა სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს. 

რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს ბელაურსის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები  გაეცნენ, დაინტერესდნენ სოფლის მეურნეობით და სამშენებლო ბიზნესით. საუბარი ციტრუსის ექსპორტსაც შეეხო. ორმხრივი შეხვედრების შედეგად საპასუხო ვიზიტიც დაიგეგმა,  ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლები სექტემბერში აჭარის რეგიონს ეწვევიან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში