ინციდენტი ბულვარში

09 ივლისი 2017, 00:00 5230 ნახვა

ბათუმის ბულვარში დაცვის პოლიციის მიერ ქართული ცეკვის აკრძალვის ფაქტს არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა სოციალურ ქსელსა და მედიაში. ვიდეო მასალა გუშინ საღამოს გავრცელდა, საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ ქართული ცეკვები ბულვარში არ უნდა იკრძალებოდეს, ნაწილი კი ვიდეოს გავრცელებას პროვოკაციად აფასებს. 

ბათუმში ახალციხის ქორეოგრაფიული ანსამბლი ''მესხი ფრთოსანის'' წევრები ფესტივალზე ''კავკასია 2017''-ის ფარგლებში იმყოფება, რომელიც 2 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება. გუშინ საღამოს ანსამბლის წევრები ბულვარში სასეირნოდ იმყოფებოდნენ, რას დროსაც ადგილობრივი მუსიკოსებისგან ინსტრუმენტები ითხოვეს და ქართული ცეკვების შესრულდება დაიწყეს. ამ დროს მათ დაცვის პოლიცია მიუახლოვდა და ცეკვის შეწყვეტა მოთხოვა, რაც ერთ-ერთმა  დამსვენებელმა, გადაიღო და ინტერნეტის საშუალებით გაავრცელა.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში