კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად

11 ივლისი 2017, 00:00 2904 ნახვა

სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამისთვის რეგისტრაცია გრძელდება. ხელვაჩაურის გამგეობა სტიპენდიას იმ სტუდენტებს დაუნიშნავს, რომლებიც მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული, სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება. დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა 31 აგვისტოა.

პროგრამის ბიუჯეტი 16 ათას 600 ლარია. თანხა კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებზე განაწილდება.  გამგეობის განათლების სამსახური სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამას 3 წელია ახორციელებს. 
 

ამავე კატეგორიაში