ხვალ რიგგარეშე სხდომა გაიმართება

11 ივლისი 2017, 00:00 2687 ნახვა

შესაძლოა უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დეპუტატთა დასწრების წესი შეიცვალოს. ანუ, თუ სესიას დეპუტატი არასაპატიო მიზეზით გააცდენს, მას ხელფასიდან თანხა დაექვითება. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდა. ასევე გადაწყდა, რომ ელგუჯა ბაგრატიონის ინიციატივები, რომლებიც მის დაკავებასთან დაკავშირებულ მიმართვასა და პატიმრობის კოდექსში ცვლილებას გულისხმობს, სესიაზე არ გავა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ინიციატივები დასახვეწია. თავად ელგუჯა ბაგრატიონი კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია. კომისიებში განხილვების შემდეგ ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე, გაფართოებულ ფორმატში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიშსაც მოისმენენ.

ამავე კატეგორიაში