18 ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი ქედაში

12 ივლისი 2017, 00:00 3431 ნახვა

ისტორიული მეჩეთები ქედაში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საკულტო ნაგებობები ქედის თითქმის ყველა სოფელში გვხვდება. მათ შორის სოფელ კოლოტაურში, სადაც 200 წლის წინ აგებული შენობა დღესაც ფუნქციონირებს.

სოფელ კორომხეთის მეჩეთში კი ყურადრებას იქცევს საუკუნის წინ გაკეთებული ჩუქურთმები და ორნამენტები. ძეგლი უკვე დაზიანებულია, მოძველებულია იატაკი, შენობას აღარც ფანჯრები შემორჩა. ქედაში ძეგლის სტატუსის მქონე სულ 18 მუსლიმური სამლოცველოა. წელს რეკონსტრუქცია მხოლოდ ერთს, სოფელ ჭინკაძეების ჯამეს ჩაუტარდება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში