“საქართველოს ევროპული გზა”

13 ივლისი 2017, 00:00 3067 ნახვა

ევროკომისიის, ევროპის ბანკის, საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და მთავარი გზავნილები. “საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” – ბათუმი მე-14 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები. ბათუმში იმყოფებიან შვედეთის სამეფოს, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის რესპუბლიკების „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩები.

ქართულმა მხარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე, ისაუბრეს ენერგოუსაფრთხოებაზე, მიგრაციაზე, ინფრასტრუქტურაზე. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს. გამოიყო თანხები სხვადასხვა პროექტისთვის. რამდენიმე წუთში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. მანამდე კი ნათია ლომაძე, უფრო დეტალურად მოგვიყვება კონფერენციის პირველი დღის შესახებ, რომლის საღამოს სესია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში