სახალხო დამცველი ევროპარლამენტარებს შეხვდება

14 ივლისი 2017, 00:00 2010 ნახვა

სახალხო დამცველი,  უჩა ნანუაშვილი  დღეს ევროპარლამენტარებს შეხვდება. აუდიენცია ბათუმში მიმდინარე  კონფერენცია  ''საქართველოს ევროპული გზის'' ფარგლებში გაიმართება.

სახალხო დამცველის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ბოლო დროის გახმაურებულ საქმეებზე ისაუბრებს.

’’საუბარი იქნება  გახმაურებულ საქმეებზე - მაგალითად, აფგან მუხთარლის საქმეზე.  ასევე შევეხებით სასამართლო სისტემას და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას’’ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში