ზურაბ პატარაძე მაროშ შევჩოვიჩს და იანოშ ჰერმანს შეხვდა

14 ივლისი 2017, 00:00 3345 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს მაროში შევჩოვიჩს და საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს  შეხვდა. 

ევროპელ სტუმრებს ზურაბ პატარაძე აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ    ევროკავშირის წარმომადგენლობას ქვეყნისათვის გაწეული დახმარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა. 
მაროშ შევჩოვიჩის თქმით, აჭარა გამოირჩევა ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების სიმრავლით. „განსაკუთრებით შთამბეჭდავია მიმდინარე საერთაშორისო პროექტების რიცხვი, რომელიც აჭარაში ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით“ - აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

 შეხვედრაზე ყურადღება  გამახვილდა  მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორისაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც ქალაქ ბათუმში 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო სტანდარტის ავტობუსის შემოყვანას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში