''საქართველოს ევროპული გზა''-კონფერენცია

14 ივლისი 2017, 00:00 3865 ნახვა

''საქართველოს ევროპული გზა”-კონფერენცია ბათუმში დილიდან განახლდა. სამუშაო სესიის ერთ–ერთი თემაა ,,დღევანდელი უსაფრთხოების არქიტექტურა, რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფა“. ასევე იმსჯელებენ უვიზო რეჟიმზე ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტზე და  მიგრაციის საკითხებზე.  

სიტყვით  უკვე გამოვიდა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. ასევე განცხადებები გააკეთეს, თავდაცვის მინისტრმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან,  ლიტვაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა და სხვა მაღალი რანგის პირებმა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში