უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბათუმს ეწვევა

14 ივლისი 2017, 00:00 3585 ნახვა

19 ივლისს  ბათუმში პეტრო პოროშენკო  გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველო - უკრაინის საინვესტიციო ფორუმს გახსნის.  უკრაინის პრეზიდენტი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად, საქართველო - უკრაინის ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია  უკრაინის პრეზიდენტისა და  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეხვდება. 
17 -19 ივლისს, საქართველოში  უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტი, საქართველოს პრეზიდენტის  მოწვევით გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა.  სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილთან  ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვევა.
 

ამავე კატეგორიაში