ვიცე-პრემიერი საბაჟოს მუშაობას გაეცნო

15 ივლისი 2017, 00:00 2671 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტები აჭარაში დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა. მინისტრი სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მგზავრთა ნაკადისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლას გაეცნო. ყურადღება გამახვილდა თურქეთის მხარეს, „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას, ქართველი და თურქი მებაჟეების კოორდინაციის საკითხებზე.

მინისტრი ასევე გაეცნო რიგების მართვის ელექტრონული სისტემას, რომელიც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე წლის 5 ივლისიდან ამოქმედდა. დიმიტრი ქუმსიშვილი „ადლიის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაშიც იმყოფებოდა, სადაც ახლადშექმნილი ფიტო-ვეტ-სანიტარული კონტრლის ზონის საქმიანობას გაეცნო.

ამავე კატეგორიაში