ნოტარიუსთა პალატის კონსულტაციები

15 ივლისი 2017, 00:00 1646 ნახვა

ქონების განკარგვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებისგან სოფელ მუხაესტატეს მცხოვრებლებმა მიიღეს.

„სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ აქციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივებმა ინფორმაცია ქონების განკარგვის, მემკვიდრეობის მიღების, ქონებრივი გარიგებების და მხარეთა უფლებების შესახებ მოისმინეს. შეხვედრები ეტაპობრივად სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.

ამავე კატეგორიაში