რუსეთმა თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენები შეზღუდა

15 ივლისი 2017, 00:00 2500 ნახვა

რუსეთმა თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ,,საქართველოს ავიახაზების" ფრენები შეზღუდა. ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქართული მხარის მიერ ჟუკოვსკი - თბილისის მიმართულებით ,,ურალის ავიახაზების" 4 რეისის შესრულებაზე უარის საპასუხოდ მიიღეს.

უწყების ინფორმაციით, თბილისმა ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ქართულმა მხარემ თბილისი-მოსკოვის კვირაში 4 რეისის გაუქმების შესახებ, გუშინ განაცხადა. 

ამავე კატეგორიაში