''ჯაზ ბიგ-ბენდის'' კონცერტი

16 ივლისი 2017, 00:00 3296 ნახვა

''ბათუმური ზაფხული 2017'' გრძელდება. გუშინ საღამოს მაყურებლის წინაშე ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული ჯაზ ბიგ-ბენდი წარსდგა. კონცერტი ერთ საათს გაგრძელდა, შესრულდა რამდენიმე კომპოზიცია. დღეს,  20 საათზე კონცერტს ანსამბლი  ''თარიკონი'' გამართავს.

ქართული  კულტურისა  და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების პოპულარიზაცის მიზნით, კონცერტები ბათუმის ბულვარში ყოველდღე 31 ივლისამდე  გაგრძელდება. პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. 

ამავე კატეგორიაში