შუახევის სარეზერვო ფონდი

16 ივლისი 2017, 00:00 2527 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 7 თვის განმავლობაში 20 ათასი ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, თანხების ძირითადი ნაწილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გადანაწილდა, ოთხი ოჯახი ქირით გაიყვანეს, თანხის ნაწილით კი გადასახური მასალა შეიძინეს.

წელს შუახევის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი 50 ათას ლარია, გასულ წელს სარეზერვო ფონდიდან 100 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში