სოციალური სახლის მშენებლობა

16 ივლისი 2017, 00:00 2841 ნახვა

545 ათასი ლარი სოციალური სახლის მშენებლობისთვის. ქედის გამგეობა ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს, სადაც 12 საცხოვრებელი ბინა მოეწყობა.  ფართებით ქედაში მცხოვრები უსახლკარო ოჯახები დაკმაყოფილდებიან. სოციალური სახლის მშენებლობისთვის თანხა აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყო. ქედის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები ტენდერის დასრულებისთანავე დაიწყება. 

ამავე კატეგორიაში