ავტოავარია გირესუნში - ფოტო რეპორტაჟი

17 ივლისი 2017, 00:00 4166 ნახვა

ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერ - ჯერობით უცნობია. ამ დრომდე მხოლოდ ვერსიები ვრცელდება. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს საბურავი გაუსკდა, რის გამოც ის გზის ბარიერსა და ბოძს შეეჯახა.

ავტოავარია, რომლის შედეგადაც 38 ადამიანი დაშავდა, გირესუნის გუბერნიასთან გუშინ გამთენიისას მოხდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 8 დაშავებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი მშობელი, ახალგაზრდა ქალბატონს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

ფოტო:ირინე წუწუნავა

ანსამბლ ,,ერისიონის” საბავშვო სტუდია ,,ლამპრების” წევრები ბულგარეთში მუსიკალურ ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ. საქართველოში გამთენიისას დაბრუნდნენ. მოზარდებმა ,,მთავარს” განუცხადეს, რომ თავს კარგად გრძნობენ. მათ სარფში მშობლები და ახლობლები დახვდნენ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წევრებიც. ანსამბლის მოცეკვავეები საქართველოში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში