სოფლის განვითარების სტრატეგია-საინფორმაციო შეხვედრა

07 ივნისი 2016, 00:00 3503 ნახვა

ტბეთი-გოგაძეების მონაკვეთის, შიდა სასოფლო გზაზე, საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. ტერიტორიაზე,  მეწყრული პროცესების შესაჩერებლად 24 მეტრი სიგრძის კედელი მოეწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 ათასი ლარი დაიხარჯა. საყრდენი კედელი დაბის ტერიტორიაზეც გაკეთდა.  ადგილობრივი გამგეობა შიდა სასოფლო გზებზე, დამცავი ჯებირის გარდა სანიღვრე სისტემების მოწყობასაც გეგმავს, წელს არხები სოფელ პაპოშვილებში და დაბის ტერიტორიაზე მოეწყობა. 

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში