ნაწლავური ინფექციებისა და ინტოქსიკაციის 50-მდე შემთხვევა ყოველდღიურად

18 ივლისი 2017, 00:00 5190 ნახვა

ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად განსაკუთრებით იზრდება ნაწლავური ინფექციებისა და  საკვებისმიერი  ინტოქსიკაციის  შემთხვევები.  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფაქტები  რეგიონში ყოველდღიურად ფიქსირდება,  თუმცა გასულ  წელთან  შედარებით  სტატისტიკა  კლებადია.  ნინო ნიჟარაძის  განმარტებით, თუ შარშან ანალოგიურ პერიოდში ყოველდღიურად 80-მდე ფაქტი იყო რეგისტრირებული,  წელს რიცხვი საშუალოდ  50-მდე შემცირებულია. 

მედიკოსების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია   ჰიგიენასთან  ერთად  დაცული  იყოს  საკვებისა და წყლის მიღების ნორმები.  
"დაუშვებელია სანაპიროზე საკვების მიღება, რადგან ამ დროს ჰიგიენური წესები დაუცველია. რეკომენდირებულია  ხელების ხშირი დაბანა და სითხის მიღება. ასევე მნიშვნელოვანია საკვები  პროდუქტების შენახვის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. თუ კი რაიმე კლინიკური ნიშნები გვექნება, რასაც ახლავს დიარეა და ღებინება აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, იმისთვის, რომ არ განვითარდეს ორგანიზმის გაუწყლოვნება" - აცხადებს ნინო ნიჟარაძე

ამავე კატეგორიაში