საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების პრესკონფერენცია

18 ივლისი 2017, 00:00 3005 ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები- სწორედ ამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა. პეტრო პოროშენკოს თქმით, საქართველო და უკრაინა ახლა ერთი გამოწვევის წინაშეა, რომ ორივე ქვეყანამ უნდა დაიცვას თავისუფლება და დემოკრატია. პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინა არავის მისცემს იმის უფლებას, რომ ქვეყნის მომავალი სხვამ განსაზღვროს.  

უკრაინელი კოლეგის ვიზიტს საქართველოში, გიორგი მარგველაშვილმა ისტორიული და მნიშვნელოვანი უწოდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკას, მოაქვს დესტაბილიზაცია, ადამიანური ტრაგედია, აშორებს და არ აახლოვებს ერებს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პეტრო პოროშენკოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერისათვის 

ამავე კატეგორიაში