პეტრო პოროშენკო ხვალ ბათუმში ჩამოვა

18 ივლისი 2017, 00:00 3061 ნახვა

ხვალ, უკრაინის პრეზიდენტი ბათუმს ეწვევა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ოდესის ოლქისა და აჭარას შორის შეთანხმებას.  დღეს კი პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ.

დოკუმენტი  მიზნად ისახავს ორ ქვეყანას  შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე თავდაცვის მიმართულებით  თანამშრომლობა. 

ამავე კატეგორიაში