ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრები გაუქმდა

18 ივლისი 2017, 00:00 2446 ნახვა

მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები გაუქმდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ წელს ფერმერებს უფრო მოქნილ სისტემას სთავაზობენ. უწყებამ ცენტრის ბაზაზე და იმავე მისამართებზე ორი ახალი სამსახური შექმნა.

პარალელურად ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია, ვალდებულია მოსახლეობას კონსულტაციები სოფლებში გაუწიოს. ადგილობრივები მეტი ინფორმაციის მიწოდებას და ინტენსიურ შეხვედრებს ითხოვენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში