უკრაინული ინვესტიციები აჭარაში

19 ივლისი 2017, 00:00 3487 ნახვა

ოდესასა და ბათუმს შორის ურთიერთთანამშრომლობა 2005 წლიდან იწყება. ბათუმთან დამეგობრებული ქალაქებია ტერნოპოლი, დონეცკი და იალტა. მათთან შეთანხმებები სხვადასხვა დროსაა გაფორმებული. მათ შორის, ბოლო ასეთ დოკუმენტს  2013 წელს, სწორედ ერთ-ერთ ბიზნეს ფორუმზე ბათუმში მოეწერა ხელი. 

მაშინ მხარეებმა აიღეს ვალდებულება ითანამშრომლონ სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურული მიმართულებებით. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ სფეროდ კი- ტურიზმი დასახელდა. რა სარგებელი მოუტანა რეგიონს უკრაინის ქალაქებთან თანამშრომლობამ და რომელი მიმართულებაა ყველაზე  წარმატებული,  ასევე როგორია  სტატისტიკა ტურისტებისა და პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით? 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში