ოფიციალური სადილი

19 ივლისი 2017, 00:00 3450 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სახელით სახელმწიფო სადილი გაიმართა. პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და უკრაინელ და ქართველ ხალხს მშვიდობა უსურვეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და ჩვენი ხალხებიც ერთმანეთთან მტკიცედ არიან დაკავშირებულნი საერთო ღირებულებებითა და ინტერესებით. უკრაინის პრეზიდენტმაც აღინიშნა, რომ საქართველოს და უკრაინას საერთო მიზნები, საერთო ინტერესები და საერთო გამოწვევები აქვთ.

ამავე კატეგორიაში